ერთ მშვენიერ ღამეს ცის გრუხუნმა გამაღვიძა..გარეთ გავიხედე ,მაგრამ ვერაფერი დავინახე.იყო უკუნი სიბნელე,ისმოდა საშინელი გრუხუნი,ჭექა-ქუხილი,თითქოს ცა ჩამოიქცა.ვეღარ დავიძინე.როგორც კი ინათა გარეთგავედი და რას ვხედავ:ეს პატარა ნაკადული იმხელაზე იყო ადიდებული,რომ გზა ბაღი და ეზო წყლით იყო დაფარული.გავოგნდი.პატარა ნაკადული დიდ ზღვად გადაიქცა.წყალი მოსახლეობას სახლში შეუვარდა.წაიღო საქონელი,დახოცა ფრინველი,დაანგრია სახლები,ხიდები,ღობეები,გააფუჭა მოსავალი,მოზიდა უშველებელი ლოდები.ჩვენს მეზობლად მამა გიორგის სახლი მთლიანად დაიტბორა.ვერ მოასწრო ცოლ-შვილის გარეთ გამოყვანა.მეორე სართულზე მოხსნა კარებები,ჩამოუშვა ფანჯრიდან და ჩააცურა ბაღში.
მე პირველად აღმოვჩნდი ბუნების სტიქიის წინაშე.ადამიანი ბუნების წინაშე უძლურია.ამიტომ ბუნებას მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ.სასიხარულოა,რომ ამ სტიქიას არ მოყვა ადამიანის მსხვერპლი.
მე წყალდიდობასაც გადავუღე ვიდეო,მაგრამ ვიდეოს სიდიდის გამო ვერ მოვახერხე დადება.ასე რომ ვისაც ნახვა გინდათ ისე გაჩვენებთ
This comment has been removed by the author.
ReplyDelete