Wednesday, September 24, 2014

სტიქია და ადამიანები

მე ალეკო მძელური ამ ზაფხულს ვისვენებდი ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში.ქვიშხეთი ძალიან ლამაზი კურორტია.იგი მთლიანად ტყეში და მთებშია ჩაფლული.აქ მდებარეობს მე-15 საუკუნის ციხის ნანგრევები,რომელსაც ბულბულის ციხე ჰქვია.ხალხმა თავისი სახსრებით ააშენა ეკლესია.ქვიშხეთში მდებარეობს მწერალთა  დასასვენებელი სახლი და მუზეუმი.ქვისშხეთიდან ყოველ დღე მივდიოდი ბორჯომში.იქ ვსეირნობდი,ვათვალიერებდი ადგილებს და ასე შემდეგ.სახლში დაბრუნებული დაღლილი და ნასიამოვნები იმ იმედით ვიძინებდი,რომ შემდეგი დღე უფრო ნაყოფიერი იქნებოდა.ჩემს სახლთან ახლოს მოჩუხჩუხე პატარა ნაკადული შოლა.

       ერთ მშვენიერ ღამეს ცის გრუხუნმა გამაღვიძა..გარეთ გავიხედე ,მაგრამ ვერაფერი დავინახე.იყო უკუნი სიბნელე,ისმოდა საშინელი გრუხუნი,ჭექა-ქუხილი,თითქოს ცა ჩამოიქცა.ვეღარ დავიძინე.როგორც კი ინათა გარეთგავედი და რას ვხედავ:ეს პატარა ნაკადული იმხელაზე იყო ადიდებული,რომ გზა ბაღი და ეზო წყლით იყო დაფარული.გავოგნდი.პატარა ნაკადული დიდ ზღვად გადაიქცა.წყალი მოსახლეობას სახლში შეუვარდა.წაიღო საქონელი,დახოცა ფრინველი,დაანგრია სახლები,ხიდები,ღობეები,გააფუჭა მოსავალი,მოზიდა უშველებელი ლოდები.ჩვენს მეზობლად მამა გიორგის სახლი მთლიანად დაიტბორა.ვერ მოასწრო ცოლ-შვილის გარეთ გამოყვანა.მეორე სართულზე მოხსნა კარებები,ჩამოუშვა ფანჯრიდან და ჩააცურა ბაღში.

     მე პირველად აღმოვჩნდი ბუნების სტიქიის წინაშე.ადამიანი ბუნების წინაშე უძლურია.ამიტომ ბუნებას მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ.სასიხარულოა,რომ ამ სტიქიას არ მოყვა ადამიანის მსხვერპლი.







3 დღე დასჭირდა ნაკადულს  კალაპოტში ჩასადგომად.გამოვიდა მოსახლეობა ერმანეთის დასახმარებლად.ყველამ ვიცით,რომ ერთმანეთის თანადგომას დიდი ძალა აქვს.მეც ვეხმარებოდი მეზობლებს ეზოების ქვა-ღორღისგად გასუფთავებაში და ხიდის აღდგენაში.დროებით სახელდახელო ხიდი გავაკეთეთ ფიცრებისგან,სანამ კარგ ხიდს გააკეთებდნენ.

მე წყალდიდობასაც გადავუღე ვიდეო,მაგრამ ვიდეოს სიდიდის გამო ვერ მოვახერხე დადება.ასე რომ ვისაც ნახვა გინდათ ისე გაჩვენებთ